Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘evanescence’

სათაური ისე, სიმბოლურად… პოსტი პირიქით თემაზეა, მიყვარს – არ მიყვარს…

S/he loves me, s/he loves me not...

ერთ ძველ წერილს ვკითხულობდი და ალბათ ამიტომ მომინდა ამ თემაზე წერა…. თემა ისეთია, უსასრულოდ რომ ილაპარაკებ, იმიტომ რომ ადამიანებს ბევრი რამ უყვართ.. ან არ უყვართ..

არ ვიცი მე უფრო მეტად მიყვარს თუ უფრო მეტად არ მიყვარს.. იქნებ ერთნაირად…

ისე, უბრალოდ მინდა დავწერო რა მიყვარს.. და რა არა…

მიყვარს წვიმა, არ მიყვარს როცა ვსველდები..
მიყვარს მზე, არ მიყვარს როცა ღრუბელს ეფარება..
მიყვარს ადამიანები, არ მიყვარს როცა მტკენენ..
მიყვარს შოკოლადი, არ მიყვარს როცა სარკეში ვიხედები…
მიყვარს რომ ვეწევი, არ მიყვარს როცა მახველებს…
მიყვარს რომ ვსვამ, არ მიყვარს როცა ყველაფერი ტრიალებს…
მიყვარს კითხვა, არ მიყვარს როცა საყვარელი პერსონაჟები კვდებიან..
მიყვარს მოსმენა, არ მიყვარს როცა სულში მიფათურებენ..
მიყვარს ფიქრი, არ მიყვარს როცა ვიგრუზები…
მიყვარს როცა მანქანას სწრაფად ვატარებ.. არ მიყვარს როცა წამიერად მეშინია..
მიყვარს პოკერის თამაში, არ მიყვარს როცა ვაგებ..
მიყვარს როცა იცინიან, არ მიყვარს როცა დასცინიან…
მიყვარს ჰარი პოტერი, არ მიყვარს როცა ყველაფერი მთავრდება…
მიყვარს ევანესენსი, არ მიყვარს რომ მოსმენისას სულ მეტირება…
მიყვარს თავისუფლება, არ მიყვარს როცა მსხვერპლის გაღება მიწევს მის მოსაპოვებლად..
მიყვარს რომ ვუყურებ როგორ მიდის.. არ მიყვარს რომ ვხედავ, რომ მტოვებს…
მიყვარს როცა რაღაცას ვცდილობ, არ მიყვარს როცა არ გამომდის…
მიყვარს რომ მიყვარს, არ მიყვარს როცა ვიცი რომ დავკარგავ..

მაგრამ… ოდესმე აუცილებლად მოეფარება მზე ღრუბლებს, აუცილებლად მოკვდება რომელიმე წიგნის პერსონაჟი, აუცილებლად დავიგრუზები თუ ბევრს ვიფიქრებ… და აუცილებლად დაგკარგავ…..

კიდევ.. კიდევ გვირილები მიყვარს… ნებისმიერი ფერის ვარდს და ტიტას მირჩევნია, ჩვეულებრივი, უბრალო, მინდვრის გვირილები…

Read Full Post »

პერიოდულად ყველა რაღაცას ვკარგავთ.. სამსახურს, მობილურს, იმედს… ან საყვარელ ადამიანს…

გადის დრო და ყველაფერი იცვლება, გვაქვს ახალი სამსახური, ახალი მობილური, ვიღვიძებთ ახალი იმედებით ახალ საყვარელ ადამიანთან ერთად..

გუშინ კომპთან ვერ მოვხვდი… და ფურცელზე გავაკეთე ჩანაწერი… ვაკოპირებ უცვლელად…

პირველი დღეა.. იმიტომ რომ მანქანით გავედი ქალაქში ამდენი ხნის შემდეგ… ოთხი დღე ვითომ ბევრი არაფერი, მაგრამ ბევრი იყო ჩემთვის… ძალიან ბევრი დრო ფიქრისთვის..

მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამიჭირდა, როცა პლეხანოვისკენ არ გადავუხვიე.. ეს ისეთივე რიტუალი იყო ჩემთვის, როგორც დილის ყავა და სიგარეტი..

ჩავუწიე ფანჯარას, ციოდა.. ავუწიე მუსიკას, მოვუკიდე სიგარეტს და წავედი დიღმის ტრასით.. მანქანას ვწურავდი ჩემი ნერვებივით.. ნაცნობი შეგრძნება, გულზე ორი ხელის ძლიერი მოჭერის.. არ მეტირებოდა, არ ვიცი რატომ..

I am so sick of speaking words that no one understands, is it clear enough that you can’t leave your whole life all alone.. i can hear you in a whisper, but you can’t even hear me screaming..

დავატრიალე მცხეთაში და წამოვედი..

Read Full Post »