Feeds:
Posts
Comments

Extinct..

შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს
ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს
ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს
და ეხლა მძინარეს..
შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს – ჩემს თვალებს,
შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დაღალულს.
მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს
მე ველი სასწაულს…

ეს რა შუაშია ახლა მაგრამ….
აი ეგრე… ბოლო პოსტია შენ რომ გიკავშირებ… ბოლო მესიჯი იყო… ის ერთი ქლიქიც რათქმაუნდა სიმბოლურია.. მაგრამ დასაწყისი…
აი ეგრე, უბრალოდ დავიღალე, უბრალოდ წაგშალე და უბრალოდ დაგივიწყებ..

Good luck Babe

one more..

გულს გაჩუქებდი, რომ შემეძლოს, სულ გაჩუქებდი,
ცისფერ ოცნებას გაჩუქებდი, გაფრენილ რაშებს..
ოქროსფერ წუთებს გაჩუქებდი, რომ შემძლებოდა…
მაგრამ.. ვერ შეძლებ დააფასო ამ მსხვერპლის ფასი…

ეს ისე, ბავშვობის, მეგობრობის დღიურების ლექსი გამახსენდა 🙂

ახლა? ახლა რას გაჩუქებდი და… გაფრენილი რაშის მაგივრად ვერცხლისფერ Bavarian Motor Works-ის სასურველ გამოშვებას 🙂
ცისფერი ოცნებისა და ოქროსფერი წუთების ნაცვლად ცისფერი ბრილიანტით გაწყობილ ოქროს სამაჯურს 🙂
და არასდროს დავფიქრდებოდი იმაზე, დააფასებ თუ არა შენ ამ ყველაფერს, არც დავინტერესდებოდი 🙂

შარშანდელ მეილს გადავხედე… ცოტა ჩასწორებებით, იგივეს გეტყოდი ალბათ.. ვიცი რომ აღარ გაქვს..
მალე გავიდა წელი, ბევრი რამე გამახსენდა, პირველ რიგში კი ჩემი საყვარელი “უცნობი ქალის წერილი”
წელიწადში ერთხელ, დაბადების დღეზე რომ წერდა…

მე არ ვაპირებ თეთრი ვარდები გამოგიგზავნო..

ამჯერად მხოლოდ ეს...

ისე, არაფრის გამო, უბრალოდ მესევდიანება..

Rock'N'Rose

შეგრძნება მაქვს რომ ლამაზი რაღაცეები მოაკლდა ჩემს ცხოვრებას, ან მე მომაკლდა სილამაზის აღქმის უნარი..

მენატრება…
ცეცხლის ალის ფერი
ალუბლის გემო
დილით ფრთხილი კოცნა და ჩუმად გახურული კარი
ჩამავალი მზე
ხელით ნაწერი წერილები
წითელი გადასაფარებელი და შავი თეფშები
ლალის თვლიანი ყელსაბამი
ზაფხულის წვიმა
რემარკი
სულელური ნაბიჯები
ჭრელი წინდები….

ყველაფერი მაინც არყით სრულდება…

არ გაახილო თვალები გთხოვ…
“ალბათ ბევრი გვირილები”…

თეთრი კედლები.. ოთხი თეთრი კედელი… ყველა ფერის საღებავი… ბალიშები იატაკზე და დაბალი მაგიდა, ერთი ბოთლით და ორი ჭიქით…
სხვადასხვა ზომის ფუნჯები.. ზოგი კედლისთვის, ზოგიც სახეზე გასასმელად…

სულ რაღაც ორი დღეა გასული და … ერთ კედელზე უკვე ძალიან ბევრი გვირილაა… თეთრი გვირილები მწვანე ბალახზე… სურვილი მიჩნდება რომ თითისწვერებზე გავიარო და ჩავწვე… გვირილებში… მერე ჩემს თმას და კანს ალბათ ბალახის სუნი ექნება… და მწვანე ფერი…

თეთრი გვირილები.. და მწვანე ბალახი

კიდევ რამდენიმე დღე და სისხლივით წითელი ყაყაჩოები ჩნდება გვირილების გვერდით… დიდი, ყვითელი მზით ცაზე… ვერასდროს რომ ვერ დაფარავს ღრუბელი, ისეთი მზით…

წითელი ყაყაჩოები... ყვითელი მზით

რაღაც მაკლია.. რაღაც მაფორიაქებს… კიდევ სად ვარ ბედნიერი…. ჰო… გამახსენდა რა მესიზმრებოდა მთელი ღამე… ოდნავ შერევა უნდა ფერებს, ცოტა წყალში გაზავებაც… და უძირო, მოლურჯო-მომწვანო ზღვაში იძირება დასავლეთის კედელი… ჩამავალი მზის ფერით განათდება ოთახის ეს მხარე და გაგვათბობს როცა ნამდვილ ცაზე მზეს მთვარე შეცვლის….

ზღვა და ჩამავალი მზე..

რაღაც ისევ მავიწყდება… თუ დავიღალე… არა, მაგრამ ძალის მოსაკრებად შენი კოცნა მაინც მჭირდება…

“მე გეფერები, მაგრამ მანამდე ვიჯდები ამ ყინულიანი ვისკით ხელში, სანამ ფუნჯს არ გამისმევ სახეზე”…..

თოვლი… ხან თეთრი, ქათქათა, წმინდა ჩემი სიყვარულივით… ხან შავი – ყველაფერი ცუდი რომ წაიღოს ჩვენი ცხოვრებიდან… ხან იისფერი.. ჩვენ ხომ ორივეს გვიყვარს გალაკტიონი…. თოვლი.. მსხვილი და ლამაზი ფიფქები.. არასდროს რომ არ ჩაგვადნება თითებში და არასდროს ვიდარდებთ მათ გაქრობაზე….

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის...

ოთხ კედელს ზეცა დააკავშირებს… ბევრი, მოციმციმე ვარსკვლავი და სიყვარულით სავსე მოვერცხლისფრო მთვარე ჭერზე… ღამისფერი საღებავით დაფარული ზეცა… ალბათ ამის მიღმა არსებობს ღმერთი…

სიყვარულით სავსე მთვარე

ნუთუ ასე ლამაზი იქნებოდა ეს ყველაფერი, მთელ პეიზაჟში ყინულიანი ვისკის ჭიქით შენ რომ არ იყო??
არა… არასდროს…

რა ზედმეტია ამ ოთახში ნებისმიერი ავეჯი…

“ძალიან რბილი, მწვანე ხალიჩა გვექნება”

წითელი აბრეშუმის თეთრეულით…
შავი ატლასის პენუარით….

ვერასდროს გავალ ამ ოთახიდან… აქ ყველაფერია… მზე, მთვარე, ვარსკვლავები, გვირილები და ყაყაჩოები, ზღვა და ფიფქები… ყინულიანი ვისკი… ბევრი, ერთმანეთში შერეული ფერი… აქ შენ ხარ… და მე….

შენ და მე…..

როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო დაგეხმარება შენი ოცნების ასრულებაში”, – ასე ამბობდა ბებერი მელქისედეკი.

still alive...

To: Myself
მე არ მოვინდომე მთელი გულით თუ სამყაროა ჩემს წინააღმდეგ… რამდენი ხანია მაწუხებს ეს კითხვა… ალბათ სადღაც შევცდი, ალბათ სადღაც დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც ვიმსახურებ რომ სამყარო ასე მექცეოდეს, იმიტომ რომ უსამართლოდ არაფერი ხდება… მაგრამ ვერც იმას ვხვდები რა შემეშალა და არც არაფრის გამოსწორების ძალა აღარ მაქვს. ალბათ არც სურვილი, თორემ ამბობენ, თუ რაღაც გულით გინდა, მთელი სამყარო შეითქმება შენი სურვილის ასასრულებლადო…

იქნებ მატყუებენ, იქნებ მთელი სამყარო მატყუებს.. ან იქნებ მე ვერ ვხედავ სიმართლეს…

To: God
იქნებ შენ მანდ მართლა ხარ და მას შემდეგ შეწყვიტე ჩემს გვერდით ყოფნა რაც ეჭვი შემეპარა შენს არსებობაში და იქნებ უარგყავი კიდეც..

შენ შეძლებ ჩემთვის ლოცვას?

To: Universe
მაინც გეწინააღმდეგები, თუ შენ მეწინააღმდეგები..
შენ ცდილობ არაფერი კარგი არ ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, მე მაინც გჯობნი.. მე შემიძლია დავტკბე ლუდის ნამიანი ბოთლის ყურებით და ერთ ყლუპად ჩაცლით, მე ვტკბები წვიმით და მზის გამონათებით, მე მიხარია გათენება და დაღამება უკეთესი დღის მოლოდინში, მე ვუსმენ მუსიკას სიგარეტის კვამლში და მე ვკითხულობ…
არასდროს მოგცემ უფლებას ხელი შეუშალო ჩემს ჰარმონიას…

To: Her
უკვე გითხარი, მეჩვენება რომ ასეთი ხარ როცა კითხულობ…

Light On My Extinct Sun

To: Melchizedek
შენ? შენ უბრალოდ მატყუარა ხარ, შენ იტყუები!

მერე რა თუ დანისლული თვალებით… მე ვიცი სად იყიდება ჩემი ბედნიერება….

shopping time

სათაური ისე, სიმბოლურად… პოსტი პირიქით თემაზეა, მიყვარს – არ მიყვარს…

S/he loves me, s/he loves me not...

ერთ ძველ წერილს ვკითხულობდი და ალბათ ამიტომ მომინდა ამ თემაზე წერა…. თემა ისეთია, უსასრულოდ რომ ილაპარაკებ, იმიტომ რომ ადამიანებს ბევრი რამ უყვართ.. ან არ უყვართ..

არ ვიცი მე უფრო მეტად მიყვარს თუ უფრო მეტად არ მიყვარს.. იქნებ ერთნაირად…

ისე, უბრალოდ მინდა დავწერო რა მიყვარს.. და რა არა…

მიყვარს წვიმა, არ მიყვარს როცა ვსველდები..
მიყვარს მზე, არ მიყვარს როცა ღრუბელს ეფარება..
მიყვარს ადამიანები, არ მიყვარს როცა მტკენენ..
მიყვარს შოკოლადი, არ მიყვარს როცა სარკეში ვიხედები…
მიყვარს რომ ვეწევი, არ მიყვარს როცა მახველებს…
მიყვარს რომ ვსვამ, არ მიყვარს როცა ყველაფერი ტრიალებს…
მიყვარს კითხვა, არ მიყვარს როცა საყვარელი პერსონაჟები კვდებიან..
მიყვარს მოსმენა, არ მიყვარს როცა სულში მიფათურებენ..
მიყვარს ფიქრი, არ მიყვარს როცა ვიგრუზები…
მიყვარს როცა მანქანას სწრაფად ვატარებ.. არ მიყვარს როცა წამიერად მეშინია..
მიყვარს პოკერის თამაში, არ მიყვარს როცა ვაგებ..
მიყვარს როცა იცინიან, არ მიყვარს როცა დასცინიან…
მიყვარს ჰარი პოტერი, არ მიყვარს როცა ყველაფერი მთავრდება…
მიყვარს ევანესენსი, არ მიყვარს რომ მოსმენისას სულ მეტირება…
მიყვარს თავისუფლება, არ მიყვარს როცა მსხვერპლის გაღება მიწევს მის მოსაპოვებლად..
მიყვარს რომ ვუყურებ როგორ მიდის.. არ მიყვარს რომ ვხედავ, რომ მტოვებს…
მიყვარს როცა რაღაცას ვცდილობ, არ მიყვარს როცა არ გამომდის…
მიყვარს რომ მიყვარს, არ მიყვარს როცა ვიცი რომ დავკარგავ..

მაგრამ… ოდესმე აუცილებლად მოეფარება მზე ღრუბლებს, აუცილებლად მოკვდება რომელიმე წიგნის პერსონაჟი, აუცილებლად დავიგრუზები თუ ბევრს ვიფიქრებ… და აუცილებლად დაგკარგავ…..

კიდევ.. კიდევ გვირილები მიყვარს… ნებისმიერი ფერის ვარდს და ტიტას მირჩევნია, ჩვეულებრივი, უბრალო, მინდვრის გვირილები…

Fallen Angel

არ ვიცი რატომ გახდა ეს თემა ჩემს ცხოვრებაში ასეთი აქტუალური ამ ბოლო დროს, ადრეც მომწონდა მაგრამ ახლა განსაკუთრებით..

ალბათ ამის გამო მიყვარდა გიგი სულაკაურიც..
მე დავეცი.. გუშინდელი ანგელოზი ვარ..
სახე ხელებში მაქვს ჩარგული და ფრთები მითრთის.
— უხილავი ვარ… უხილავისკენ მივექანები.
— ქვედამხობილი.. ჩემივე ფრთებით ვიბურები
და აღარ ვიცი კიდევ რამდენჯერ უნდა გათენდეს,
რომ ერთხელ მაინც, კიდევ ერთხელ ვიხილო დილა..

გუშინდელი ანგელოზი


ეს სურათიც ძალიან მიყვარს, ანარეკლს ვხედავ ჩემი განწყობის..
ყოველთვის ასე ცუდად არ ვარ, მაგრამ მაინც ვახერხებ დეპრესიული გარემოს შექმნას…

აქაც, ხშირად მიჭირს წერა, ვერ ვიხსნები, ვერ ვთავისუფლდები..

მე მინდოდა, ჩემთან, ჩემს გვერდით ვინმე მაინც ყოფილიყო, მაგრამ მკვლელებსაც ჩასძინებოდათ, ბალიშის ქვეშ ამოდებული პისტოლეტებით..

იმასაც ვერ ვხვდები როდის და სად შემომეცალნენ მეგობრები, რომლებიც ოდესღაც მყავდა და რომლებსაც ოდესღაც ესმოდათ..

ისიც არ ვიცი მენატრება თუ არა მათი არსებობა ჩემს ცხოვრებაში.. ალბათ უფრო არა.. დამღალა პასუხისმგებლობებმა, ზედაპირული ურთიერთობები მირჩევნია, რომელიც ჩვენებურად რომ ვთქვათ “პონტში ერთად ყოფნას” ნიშნავს..

სიფათში მიცქერს დაცლილი ბოთლი და მავსებს მისი სიცარიელე..

მეძახდა ზეცა მეშვიდე..