Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘თვალები’

შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს
ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს
ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს
და ეხლა მძინარეს..
შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს – ჩემს თვალებს,
შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დაღალულს.
მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს
მე ველი სასწაულს…

ეს რა შუაშია ახლა მაგრამ….
აი ეგრე… ბოლო პოსტია შენ რომ გიკავშირებ… ბოლო მესიჯი იყო… ის ერთი ქლიქიც რათქმაუნდა სიმბოლურია.. მაგრამ დასაწყისი…
აი ეგრე, უბრალოდ დავიღალე, უბრალოდ წაგშალე და უბრალოდ დაგივიწყებ..

Good luck Babe

Read Full Post »

თვეები გავიდა და მაინც ვერ შევძელი მისი მოშორება… გულიდან თუ ტვინიდან ამოღება… რამდენიც ვცადე რომ დავიწყებისთვის თუნდაც პირველი ნაბიჯი გადამედგა და საერთოდ არ მიმეწერა, მაშინ ჩნდებოდა თვითონ… არ ვიცი რატომ აკეთებს ამას, შეიძლება იმიტომ რომ თვითონაც ვერ ახერხებს ჩემს წაშლას, შეიძლება იმიტომ რომ მაინც ვეიმედები…

მისი შეცვლა ვერავინ შეძლო.. მთელი 5 დღის მანძილზე, ეთნოგრაფიულში ყველა იყო მის გარდა… ყველა ქერათმიანმა მიიქცია ჩემი ყურადღება, მაგრამ ის არ იყო და არც არავინ ჰგავდა მას..

მისთვის ალბათ ყველაზე მეტი შემეძლო გამეცა, სასაცილოა, მაგრამ მხოლოდ მისთვის ვახერხებდი დილის 8 საათზე გაღვიძებას, 6-ზე დაძინებული..

მიუხედავად იმისა რომ ახლაც ყოველ წუთს ვგრძნობ მის დადებით განწყობას, მაინც მენატრება მისი სითბო.. მისი თვალები, მისი თმა.. მისი ხმა, უმეტესად მოწყენილი და მოწუწუნე.. ყველაზე მეტად ის დრო მენატრება საათობით გვერდიგვერდ რომ ვისხედით და ვმესიჯობდით.. ალბათ არც იყო საჭირო ბევრი ლაპარაკი…

ზუსტად ასეთია, აჩრდილივით რომ დაგყვება თან

Read Full Post »