Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ფრანი’

არ გაახილო თვალები გთხოვ…
“ალბათ ბევრი გვირილები”…

თეთრი კედლები.. ოთხი თეთრი კედელი… ყველა ფერის საღებავი… ბალიშები იატაკზე და დაბალი მაგიდა, ერთი ბოთლით და ორი ჭიქით…
სხვადასხვა ზომის ფუნჯები.. ზოგი კედლისთვის, ზოგიც სახეზე გასასმელად…

სულ რაღაც ორი დღეა გასული და … ერთ კედელზე უკვე ძალიან ბევრი გვირილაა… თეთრი გვირილები მწვანე ბალახზე… სურვილი მიჩნდება რომ თითისწვერებზე გავიარო და ჩავწვე… გვირილებში… მერე ჩემს თმას და კანს ალბათ ბალახის სუნი ექნება… და მწვანე ფერი…

თეთრი გვირილები.. და მწვანე ბალახი

კიდევ რამდენიმე დღე და სისხლივით წითელი ყაყაჩოები ჩნდება გვირილების გვერდით… დიდი, ყვითელი მზით ცაზე… ვერასდროს რომ ვერ დაფარავს ღრუბელი, ისეთი მზით…

წითელი ყაყაჩოები... ყვითელი მზით

რაღაც მაკლია.. რაღაც მაფორიაქებს… კიდევ სად ვარ ბედნიერი…. ჰო… გამახსენდა რა მესიზმრებოდა მთელი ღამე… ოდნავ შერევა უნდა ფერებს, ცოტა წყალში გაზავებაც… და უძირო, მოლურჯო-მომწვანო ზღვაში იძირება დასავლეთის კედელი… ჩამავალი მზის ფერით განათდება ოთახის ეს მხარე და გაგვათბობს როცა ნამდვილ ცაზე მზეს მთვარე შეცვლის….

ზღვა და ჩამავალი მზე..

რაღაც ისევ მავიწყდება… თუ დავიღალე… არა, მაგრამ ძალის მოსაკრებად შენი კოცნა მაინც მჭირდება…

“მე გეფერები, მაგრამ მანამდე ვიჯდები ამ ყინულიანი ვისკით ხელში, სანამ ფუნჯს არ გამისმევ სახეზე”…..

თოვლი… ხან თეთრი, ქათქათა, წმინდა ჩემი სიყვარულივით… ხან შავი – ყველაფერი ცუდი რომ წაიღოს ჩვენი ცხოვრებიდან… ხან იისფერი.. ჩვენ ხომ ორივეს გვიყვარს გალაკტიონი…. თოვლი.. მსხვილი და ლამაზი ფიფქები.. არასდროს რომ არ ჩაგვადნება თითებში და არასდროს ვიდარდებთ მათ გაქრობაზე….

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის...

ოთხ კედელს ზეცა დააკავშირებს… ბევრი, მოციმციმე ვარსკვლავი და სიყვარულით სავსე მოვერცხლისფრო მთვარე ჭერზე… ღამისფერი საღებავით დაფარული ზეცა… ალბათ ამის მიღმა არსებობს ღმერთი…

სიყვარულით სავსე მთვარე

ნუთუ ასე ლამაზი იქნებოდა ეს ყველაფერი, მთელ პეიზაჟში ყინულიანი ვისკის ჭიქით შენ რომ არ იყო??
არა… არასდროს…

რა ზედმეტია ამ ოთახში ნებისმიერი ავეჯი…

“ძალიან რბილი, მწვანე ხალიჩა გვექნება”

წითელი აბრეშუმის თეთრეულით…
შავი ატლასის პენუარით….

ვერასდროს გავალ ამ ოთახიდან… აქ ყველაფერია… მზე, მთვარე, ვარსკვლავები, გვირილები და ყაყაჩოები, ზღვა და ფიფქები… ყინულიანი ვისკი… ბევრი, ერთმანეთში შერეული ფერი… აქ შენ ხარ… და მე….

შენ და მე…..

Read Full Post »