Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘დეპრესია’

არ ვიცი რატომ გახდა ეს თემა ჩემს ცხოვრებაში ასეთი აქტუალური ამ ბოლო დროს, ადრეც მომწონდა მაგრამ ახლა განსაკუთრებით..

ალბათ ამის გამო მიყვარდა გიგი სულაკაურიც..
მე დავეცი.. გუშინდელი ანგელოზი ვარ..
სახე ხელებში მაქვს ჩარგული და ფრთები მითრთის.
— უხილავი ვარ… უხილავისკენ მივექანები.
— ქვედამხობილი.. ჩემივე ფრთებით ვიბურები
და აღარ ვიცი კიდევ რამდენჯერ უნდა გათენდეს,
რომ ერთხელ მაინც, კიდევ ერთხელ ვიხილო დილა..

გუშინდელი ანგელოზი


ეს სურათიც ძალიან მიყვარს, ანარეკლს ვხედავ ჩემი განწყობის..
ყოველთვის ასე ცუდად არ ვარ, მაგრამ მაინც ვახერხებ დეპრესიული გარემოს შექმნას…

აქაც, ხშირად მიჭირს წერა, ვერ ვიხსნები, ვერ ვთავისუფლდები..

მე მინდოდა, ჩემთან, ჩემს გვერდით ვინმე მაინც ყოფილიყო, მაგრამ მკვლელებსაც ჩასძინებოდათ, ბალიშის ქვეშ ამოდებული პისტოლეტებით..

იმასაც ვერ ვხვდები როდის და სად შემომეცალნენ მეგობრები, რომლებიც ოდესღაც მყავდა და რომლებსაც ოდესღაც ესმოდათ..

ისიც არ ვიცი მენატრება თუ არა მათი არსებობა ჩემს ცხოვრებაში.. ალბათ უფრო არა.. დამღალა პასუხისმგებლობებმა, ზედაპირული ურთიერთობები მირჩევნია, რომელიც ჩვენებურად რომ ვთქვათ “პონტში ერთად ყოფნას” ნიშნავს..

სიფათში მიცქერს დაცლილი ბოთლი და მავსებს მისი სიცარიელე..

მეძახდა ზეცა მეშვიდე..

Advertisements

Read Full Post »