Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘მკაცრად personal’ Category

პერიოდულად ყველა რაღაცას ვკარგავთ.. სამსახურს, მობილურს, იმედს… ან საყვარელ ადამიანს…

გადის დრო და ყველაფერი იცვლება, გვაქვს ახალი სამსახური, ახალი მობილური, ვიღვიძებთ ახალი იმედებით ახალ საყვარელ ადამიანთან ერთად..

გუშინ კომპთან ვერ მოვხვდი… და ფურცელზე გავაკეთე ჩანაწერი… ვაკოპირებ უცვლელად…

პირველი დღეა.. იმიტომ რომ მანქანით გავედი ქალაქში ამდენი ხნის შემდეგ… ოთხი დღე ვითომ ბევრი არაფერი, მაგრამ ბევრი იყო ჩემთვის… ძალიან ბევრი დრო ფიქრისთვის..

მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამიჭირდა, როცა პლეხანოვისკენ არ გადავუხვიე.. ეს ისეთივე რიტუალი იყო ჩემთვის, როგორც დილის ყავა და სიგარეტი..

ჩავუწიე ფანჯარას, ციოდა.. ავუწიე მუსიკას, მოვუკიდე სიგარეტს და წავედი დიღმის ტრასით.. მანქანას ვწურავდი ჩემი ნერვებივით.. ნაცნობი შეგრძნება, გულზე ორი ხელის ძლიერი მოჭერის.. არ მეტირებოდა, არ ვიცი რატომ..

I am so sick of speaking words that no one understands, is it clear enough that you can’t leave your whole life all alone.. i can hear you in a whisper, but you can’t even hear me screaming..

დავატრიალე მცხეთაში და წამოვედი..

Read Full Post »

არ ვიცი რატომ და რაც მთავარია როგორ მოხდა ასე.
რამ ამაცანცარა ამ ასაკში და რამ შემაყვარა…
მაგრამ თავს ცუდად არ ვგრძნობ, პირიქით, რატომღაც მიხარია რომ თენდება, აღარ მჭირდება იმდენი ძილი, მიხარია რომ არის ვიღაც, ვინც ყოველ წამს ელოდება ჩემს ზარს თუ მესიჯს თუ ხმის გაგებას.
მიხარია რომ არის ვიღაც ვისაც ამ კონკრეტულ მომენტში სჭირდება ჩემი არსებობა. რაში სჭირდება კაცმა არ იცის მაგრამ, მერე რა?

მეც მჭირდება. აი ამიტომაც შემიყვარდა.
გამოჩნდა ზუსტად მაშინ როცა მისი არსებობა თურმე მჭირდებოდა და არ ვიცოდი.

აი ზუსტად მასთან ერთად მინდა მოვხვდე მანჰეტენზე “ჩემს” “დანიელში”.

რათქმაუნდა ზუსტად ვიცი რომ ეს არასდროს მოხდება, მარა მერე რა? მთავარია რომ ხანდახან არის მომენტი როცა ზუსტად შევიგრძნობ იმას, რასაც შეიძლება იქ ვგრძნობდე. და მანჰეტენსაც უკვე ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩემი თბილისი მირჩევნია.
იმიტომ რომ ის აქ არის.
იმიტომ რომ მე აქ ვარ.
და იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვართ.

ვიცი რომ ამგვარი ტიპის ჩანაწერები არც ისე საინტერესოა მკითხველისთვის.. მაგრამ მინდა რომ ვწერო… სქიფ ით 🙂

ეს რათქმაუნდა არაფრით საინტერესო და გამორჩეული პოსტი არ იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი რომ…
ჩემი სოციალური სტატუსი married არის.. და პოსტი იმ ერთადერთ მეორე ნახევარს არ ეძღვნება…
ამას არ ქვია ტრადიციული love triangle..
ეს ალბათ უფრო კვადრატია.. ისევ და ისევ გასაგები მიზეზების გამო.. არც ის არის single სტატუსით

რატომღაც არცერთი არ ვატარებთ საქორწინო ბეჭედს

რატომღაც არცერთი არ ვატარებთ საქორწინო ბეჭედს

Read Full Post »

დღეს თბილისობაა. ბავშვობაში მიხაროდა ეს დღე, მახსოვს მხოლოდ იმით რომ ვჭამდი ბევრ წაბლს, პირველად ვჭამდი ჩურჩხელას და მიყვარდა რიყეზე მწვადი.
ახლა ვთვლი რომ სულელური “დღესასწაულია”, მაგრამ სამაგიეროდ კარგი მიზეზია დასალევად. თანაც შაბათია და მძიმე სამუშაო კვირა დამთავრდა.

ვზივარ ეხლა სახლში და ველოდები გოგოს, და ვფიქრობ რომ რაღაც გამოვა.

ადრე თითქოს გვქონდა სექსის მცდელობა, მაგრამ მაინც ვერ იყო კარგი, თუ კარგად.
ალბათ სასმელის დოზას გააჩნია.

საქმე იმაშია, რომ ორივემ ვიცით რა გვინდა, ისიც ვიცით რომ გვინდა, მაგრამ რატომღაც არასდროს არ მთავრდება ისე რომ ჯამში ერთად დავრჩეთ. შეიძლება უბრალოდ მოგვწონს ის, რომ გვინდა და არც მოგვეწონოს ის, რაც დავუშვათ გვექნება.

შეგატყობინებთ რა მოხდება 🙂

მაქვს ჭაჭა, ლუდი, კონიაკი.
სასმელზე ცალკე პოსტს გავაკეთებ აუცილებლად.

ხარისხიანი ბლოგის კეთებას ნელნელა ვსწავლობ. ამიტომაც მთლად სურათებით და ლამაზად გაფორმებული პოსტები არ გამომივა ჯერ. დროც არ მაქვს რომ ჩავუჯდე და ყველა ფუნქცია ვნახო.

ღამით დავწერ შეპირებულ პოსტს სასმელზე.

ვის ვპირდები ჯერ კი არ ვიცი, იმიტომ რომ ჯერ სავარაუდოდ არცერთი მკითხველი არ მყავს.

მაგრამ გამოჩნდება ვინმე, და ვოტ, welcome

Read Full Post »