მიყვარს დალევა..
არადა თავს ლოთად არ ვთვლი…
თუმცა გამოდის რომ კვირაში 5 დღე მაინც ვსვამ…
მაგრამ არა, ლოთი არ ვარ…
უბრალოდ მიყვარს დალევა…

რატომ მგონია რომ ლოთი არ ვარ…
იმიტომ რომ ჩემთვის სულერთი არ არის როდის, სად და რას დავლევ…
ყველაფრისთვის მჭირდება სიტუაცია..
ზოგადად ყველაზე მეტად მაინც ლუდი მიყვარს…
ყოველთვის რომ შემიძლია დავლიო და თანაც ნებისმიერ სიტუაციაში.
გამოვარჩევდი 9 ნომერ ბალტიკას, რომელიც არის ყველაზე მეტი ალკოჰოლით. მაგრამ მიყვარს ბოთლის. ალუმინის ქილაში რაღაც მოსპირტო მოტკბო გემო აქვს
ერთი ასეთი ბოთლი და უფრო კარგად ვარ ვიდრე ვიყავი..
ორზე ბევრს ვლაპარაკობ..
სამზე სექსი მინდება…
ოთხზე – მეორე დილით აღარ მახსოვს სექსი მქონდა თუ არა ![]()
აქედან დასკვნა – ლუდი ჩემთვის სექსია..

baltika 9
შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელი ჩემთვის არის შავი (ან წითელი) ღვინო.. მაგრამ ყოველთვის ვერ ვსვამ…
ამას სჭირდება მინიმუმ რომელიმე თბილისური პატარა ლამაზი კაფე და მაქსიმუმ რესტორანი “დანიელი” მანჰეტენზე…
და კიდევ “ის”.. არ ვიცი კონკრეტულად “ის” ვინ არის, მაგრამ ვიღაც უნდა იყოს, ვინც საღამოს გაალამაზებს… და რათქმაუნდა ძალიან უნდა მიყვარდეს.. ან მინიმუმ მას უნდა ვუყვარდე ![]()
აქედან დასკვნა – შავი ღვინო ჩემთვის სიყვარულია.

red wine and love
გადავიდეთ ცოტა უფრო “ლამაზ” სასმელზე ![]()
ტეკილა სანრაიზი – პირველი კოქტეილი რომელიც დავლიე ღრმა ბავშვობაში, რომელსაც მოჰყვა ჩემთვის პირველი კოცნა… ისეთი კი არა ბავშვებმა რომ იციან ტუჩების ოდნავ ერთმანეთზე მიდებით… არა.. ნამდვილი, სველი კოცნა. მას მერე ვცდილობ რომ ისევ დავლიო სადმე ისეთი გემოს მქონე ტეკილა სანრაიზი, მაგრამ ვერსად ვიპოვე თბილისში… თუმცა შეიძლება კოცნის გემო რომ არ დაყვება, იმიტომ არ არის ისეთი კარგი..
აქედან დასკვნა – ტეკილა სანრაიზი – ჩემი პირველი კოცნა.

kiss me..
კოსმოპოლიტენი – ლამაზი, ვარდისფერი, ხალისიანი.. ჩემი აზრით ყველაზე კარგი თბილისში არის two side-ში. ალბათ ყველასათვის ნაცნობი სერიალის გამო, ჩემთვისაც არის სტერეოტიპი და კოსმო ასოცირდება fashion-ცხოვრებასთან. თუმცა ჩემი ცხოვრება ასეთი არ არის, ამიტომაც ლოგიკურია რომ ლუდს უფრო ხშირად ვსვამ, ვიდრე კოსმოს..
აქედან დასკვნა – კოსმო – ბევრი ფული, ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე და ღამის ცხოვრება.

mm high heels
ჯინი-ტონიკით – სასმელი რომელიც მიყვარს, მაგრამ არასოდეს არ ვსვამ.. ჯინ ტონიკს სვამდა “ის”, როდესაც ვუთხარი რომ აღარ მიყვარდა.. ჯინ ტონიკს ვსვამდი მე, როდესაც ყველაზე მარტოდ ვგრძნობდი თავს.. ახლა აღარ ვსვამ.
აქედან დასკვნა: ჯინი ტონიკით – ტკივილი და დაღლილობა.

broken heart(?)
უსამართლობა იქნება რომ არ აღვნიშნო სასმელი, რომელიც სასიცოცხლოდ მჭირდება… მერე რა, რომ ცხელია და არაალკოჰოლური… მის გარეშე ცხოვრებას უბრალოდ აზრი არ აქვს… ყავა – თურქული, ესპრესო.. ხსნადი არ მიყვარს, მაგრამ არც მაგაზე ვამბობ ხოლმე უარს..
თქვენ რას იტყვით?
რა ასოციაციები გიჩნდებათ სხვადასხვა სასმელთან მიმართებაში?
პ.ს. ფოტოშოპში და მსგავს ბედნიერობებში რა დონის ჩაინიკი ვარ, ვხვდებით, მაგრამ არ ვიმჩნევთ
ლუდი ჩემთვის სექსია..
შავი ღვინო ჩემთვის სიყვარულია.
genialuria
კოსმოში გეთანხმები.
ლუდი არ მიყვარს ^_^
Wow ) რა კარგი პოსტი იყო )
vodka ???